გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

15-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა, სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.

 

გიორგი ამილახვარი:„დღეს ვესტუმრეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გავეცანით კამპუსის ტერიტორიაზე მიმდინარე აკადემიური პერსონალის საცხოვრებლისა და აკადემიური კორპუსის მშენებლობის პროცესს, დავათვალიერეთ სასწავლო კორპუსები, საერთო საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და კაფეტერიის შენობები. ეს ყველაფერი კი, ნამდვილად ქმნის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით.

 

უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ასევე შევხვდით პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებმაც სასწავლო პროცესისას შექმნილი ინოვაციური პროექტები და პროგრამები წარმოგვიდგინეს.‘‘

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031