17-06-2023
საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ტრენინგის შესახებ, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს უნდა ჩაეტარებინა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დაფუძნების დღიდანვე გაცხადებული იყო, რომ დესტრუქციულ ძალებს ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემდნენ.
გარდა ამისა აღნიშნულია, რომ მათ ზურაბ ჯაფარიძის ცემის ფაქტთან კავშირი არ აქვთ. საზოგადოებრივი მოძრაობის - “საქართველო უპირველეს ყოვლისა”დაფუძნების დღესვე ვთქვით, რომ დესტრუქციულ ძალებს, ჩვენი ეკლესიის მტრებს და ჩვენი ქვეყნის არევის მსურველებს არ მივცემთ საშუალებას მოწამლონ ახალგაზრდები და წააქეზონ ისინი საკუთარი მშობლების და ქვეყნის წინააღმდეგ! არანაირი “ტრეინინგი” არ ტარდება ეს არის ბავშვების, არასრულწლოვნების გაწვრთნა რევოლუციური მიზნებისთვის, რომელიც “დემოკრატიის” და “ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის” საფარქვეშ ფინანსდება ქვეყნის გარედან! მშობლებო მოარიდეთ ბავშვები ტოკსიკურ ადამიანებს. ასევე, სრული სიცრუეა, რომ გორში მომხდარი ინციდენტი რაიმე კავშირშია ჩვენს მოძრაობასთან“ - წერია საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024