გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ზურაბ ჯაფარიძეზე: ჩაიხადო შარვალი, ააღებინო ახალგაზრდებს იარაღი ხელში, ასწავლო როგორ დალეწონ, დაწვან ქალაქი და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციელს - როგორ უშვებენ, რომ ამას ქართველი შეეგუება

17-06-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ფოჩხუა წერს, შარვლის ჩახდას, ახალგაზრდებისთვის იარაღის ხელში აღების და პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდების სწავლებას ქართველები ვერ შეეგუებიან.

 

მისივე თქმით, ამის გამო, ჯაფარიძემ პასუხი მიიღო.

 

„კი ბატონო ატარე ტრინინგები, ასწავლე ახალგაზრდებს ქვეყნის, სამშობლოს და თავისი ხალხის სიყვარული, ასწავლე რა არის ევროპული მომავალი და ა. შ. მაგრამ ჩაიხადო შარვალი, ააღებინო ახალგაზრდებს იარაღი ხელში, ასწავლო როგორ დალეწონ, დაწვან ქალაქი და ცეცხლი წაუკიდონ პოლიციელს, როგორ უშვებენ, რომ ამას ქართველი შეეგუება. მიიღო კიდეც პასუხი ამ უსამშობლო, ფაქტიურად კრიმინალმა გირჩის ლიდერმა და ასე იქნება სულ, რაც არ უნდა იზუზუნონ და საჩივრები აგზავნონ თავის "ბოსებთან", - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031