17-06-2023
ექსპერტი გია გაბრიჭიძე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, როგორც არ უნდა დაამახინჯონ სიმართლე, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებს არაფერი გამოუვათ და საზოგადოებაში ვერასდროს დაამკვიდრებენ სამშობლოს და ეკლესიის სიძულვილს. გაბრიჭიძე აღნიშნავს იმასაც, რომ იმ პირმა, ვინც ჯაფარიძეს თავს დაესხა, ხალხის განწყობა გამოხატა.
„როგორც არ უნდა "იშფოთონ", "ტრენინგები" და "პერფომანსები" ატარონ, როგორი მანიაკალური დაჟინებით ამახინჯონ სიმართლე, არაფერი გამოუვათ. ნორმალურ, ჯანმრთელი აზროვნების ადამიანში ვერასდროს ვერ დაამკვიდრებენ ეკლესიის, ქალობის და კაცობის, სამშობლოს სიძულვილს.
როცა ბუზი ძალიან შემაწუხებლად იწყებს ბზუილს, მოსაშორებლად ჯერ ხელს აუქნევ და თუ არ მოისვენა, ისე მოიქცევი როგორც ის გორელი კაცი მოიქცა. ამ ნაძირლების ვიშვიში 60 კაცი გვესხმის თავს ხან ყვარელში და ხან ბორჯომშიო არავის აწუხებს (თან ეს რიცხვი 60. რაღაც საკრალურია). იმ ღირსეულმა გორელმა კაცმა გააკეთა ის, რასაც გააკეთებდნენ ბორჯომში, ყვარელში, ზესტაფონში, დუშეთში, ტყიბულში და ყველგან. მთელს საქართველოში. მან ზუსტად გამოხატა ხალხის განწყობა და ახლა გინდა "მკაფიოდ შეშფოთდით" და გინდა "შოკში ჩავარდით", - წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024