გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს

18-06-2023

„სოფლის განვითარების სააგენტო იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. პროგრამა საშუალებას მისცემს მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობას, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წამოიწყონ საქმიანობა, მიიღონ შემოსავალი და შექმნან სამუშაო ადგილები.


ამბროლაურსა და ცაგერში მოსახლეობას  გავაცანით პროგრამის პირობები და  პროცედურები. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმაამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროგრამის წარდგენისას, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე  ქრისტინე კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა.


სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში განაცხადების  მიღებას  27 ივნისს დაიწყებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ  პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება,როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930