გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ბასიანი 2023“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა

18-06-2023

სამეთაურო საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნებში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.


სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე კომპონენტსაც მოიცავდა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლების მიზნის, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ამოცანაზე ორიენტირებულ საველე კომპონენტში პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფს საცეცხლე მხარდაჭერას მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონიუწევდა.


სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ მოქმედებებსა და ოპერაციების მართვის პროცესში მართვისა და კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ინტეგრირებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31