გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა

20-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.


მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რასაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში, ასევე ის სფეროები რომლებიც მომავალში იქნება თანამშრომლობის საგანი.


ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიები და სატყეო მმართველობა.


მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა გერმანული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.


საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქალაქ ბათუმის მერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031