გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

20-06-2023

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან

გერებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა. ბრალდებული ძალადობით, ძალადობის გამოყენების მუქარით და იძულებით, დაზარალებულ არასრულწლოვნებს აიძულებდა ნაგვის ურნებში მუყაოს და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას, აღნიშნულის შედეგად შეგროვილ თანხას კი განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. ასევე ბრალდებული ითვისებდა და ერთპიროვნულად განკარგავდა არასრულწლოვნებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემული ფულადი დახმარების თანხებსაც.


მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და მესამე ნაწილის ,,ბ" „გ", ,,ე" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031