გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკისა და საფრანგეთის 18-25 წლის მოსახლეობაში ლგბტ პირთა რაოდენობა 20-22 პროცენტს მიაღწევდა - ზაზა შათირიშვილი

22-06-2023

„საზოგადოებას არაერთხელ გავუზიარე ჩემი ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები ერთპოლუსიანი სამყაროს შექმნას. ამ მიმართულებით მათ უკვე სერიოზულ წინსვლას მიაღწიეს. ოლიგარქიულმა ოჯახებმა გადამწყვეტი კონტროლი მოიპოვეს ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე. ოთხი კომპანიის - „ბლექროკის“, „ვანგარდის“, „სტეიტ სტრიტისა“ და „ფიდელიტის“ სახით, მათ შექმნეს საერთაშორისო ფინანსური მონოპოლია, რომელიც მართავს უმსხვილეს აქტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული კომპანიები ფიგურირებს ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის უკან, რომელიც დღეს მსოფლიოში წარიმართება - უკრაინის ომით დაწყებული და ევროკომისიის კორუფციული სკანდალებით დამთავრებული“, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილის წერს.


„ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ დასახული და რისთვისაც ისინი კომპანიებს იყენებენ, მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაა. ზემოხსენებული ოთხი კომპანია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ისეთი კამპანიების წარმოებაში, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას, გენდერულ თანასწორობას, ე.წ. ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტს, აბორტისა და ევთანაზიის წახალისებას, ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას და საზოგადოებაში სხვა მანკიერი შეხედულებების დამკვიდრებას უკავშირდება. ამ კამპანიების უმთავრესი ამოცანა საზოგადოების მორალური სტერილიზაცია და მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირებაა. თუ ვინმეს ეს მიზანი არარეალისტურად ეჩვენება, მინდა შევახსენო - რამდენიმე ათეული წლის წინ ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ დღეს სერიოზულად მოგვიწევდა საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა, ერთსქესიანი წყვილის მიერ ბავშვის აყვანა, ნეიტრალური სქესის არსებობა-არარსებობა და სხვ. რამდენიმე ათეული წლის წინ, ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ ამერიკისა და საფრანგეთის 18-25 წლის მოსახლეობაში ლგბტ პირთა რაოდენობა 20 და 22 პროცენტს მიაღწევდა.


ოლდოს ჰაქსლის „ახალ საოცარ სამყაროში“ აღწერილია მსოფლიო, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება, სადაც აღარ არსებობს ერი, ქვეყანა და რელიგია, სადაც ყველა ბავშვი ინკუბატორში იბადება, სადაც დედობა და მამობა სათაკილო მოვლენაა, ხოლო ბუნებრივი გზით ბავშვის ჩასახვის შემთხვევაში აბორტის გაკეთება ქალის ვალდებულებაა, სადაც ადამიანები ყველა ადამიანური ემოციისგან ნარკოტიკული თრობით იცავენ თავს. ასეთ სამყაროში, რომელიც, როგორც ამბობენ, ჰაქსლიმ ათეულობით წლის წინ სწორედ ოლიგარქიული ოჯახების დაკვეთით აღწერა, საზოგადოება მორალურად სტერილურია, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა სამყაროს მმართველთა შეხედულების მიხედვით განისაზღვრება. თუ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას ჩავუღრმავდებით, იოლად გამოვიტანთ დასკვნას, რომ მისი მიზანი მსოფლიოს ამ მიმართულებით გარდაქმნაა, რასაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა აღუდგეს წინ. ოლიგარქიული ოჯახები მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირებას და მის ფასეულობებისგან დაცლილ ბიოლოგიურ მასად გარდაქმნას ისახავენ მიზნად. ამგვარი მოსახლეობა უნდა იქცეს ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალად, რომელიც მის ყველა ინტერესს და დავალებას უსიტყვოდ დაემორჩილება. ​

როგორც უკვე ითქვა, ახალგაზრდა ამერიკელებსა და ფრანგებს შორის ლგბტ პირთა რაოდენობამ, შესაბამისად, 20 და 22 პროცენტს მიაღწია და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე უსწრაფესად იზრდება. არსებული ტენდენციით, ორიოდე ათეულ წელიწადში რეპროდუქციული ასაკის ამერიკელებსა და ფრანგებს შორის ლგბტ პირთა რაოდენობა 50 პროცენტს გადააჭარბებს. პარალელურად წარმოებული ე.წ. ოჯახის დაგეგმვისა და აბორტის წამახალისებელი კამპანიების ფონზე, ამერიკასა და საფრანგეთს ჰაქსლის „ახალ საოცარ სამყარომდე“ ბევრი არაფერი უკლია. ანალოგიური მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვედეთში, ნიდერლანდებში, ბელგიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ სხვებზე მეტად დაიმკვიდრა თავი. ამ იდეოლოგიის გავრცელება ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც ზუსტად იმავეს უქადის. ევროპისთვის არანაკლებ მძიმე პრობლემაა ტოტალური იმიგრაცია, რომელსაც ტრადიციული ევროპული ქვეყნები, თანმიმდევრულად და სწრაფი ტემპით, ეროვნული და რელიგიური იდენტობის სრულ წაშლამდე მიჰყავს.


როგორც მოგეხსენებათ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰოლივუდია. ლგბტ პროპაგანდაში აქტიურად არიან ჩართული ჰოლივუდის მსახიობები, რომლებიც ლგბტ შვილებით იწონებენ თავს, საკუთარი არასრულწლოვანი შვილების მიერ სქესის შეცვლას საჯაროდ მხარს უჭერენ, არასრულწლოვან ბიჭებს გოგოს ტანსაცმელს, ხოლო გოგოებს ბიჭის ტანსაცმელს აცმევენ და ა.შ. ბოლო დროის განმავლობაში, თითქმის არ შექმნილა ჰოლივუდის პროდუქტი, სადაც ლგბტ პროპაგანდა უხეში ფორმით არ არის შეტანილი. ამის თვალსაჩინო მაგალითია უოლტ დისნეის სტუდიის მიერ გადაღებული საბავშვო ანიმაციური ფილმები, სადაც საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრების პერსონაჟები განსხვავებული სქესით ან სექსუალური ორიენტაციით არიან წარმოჩენილი. ამ ფონზე, ახალგაზრდა ამერიკელების 20-პროცენტიანი ლგბტ მაჩვენებელი არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი და ეს მაჩვენებელი მომდევნო წლებში უსათუოდ ძალიან სწრაფი ტემპით გაიზრდება.


ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჰოლივუდისა და მისი ლგბტ პროპგანდის უკან ზუსტად იგივე ოლიგარქიული ოჯახები და კომპანიები დგანან, რომლებიც ომებიდან და პანდემიებიდან ყველაზე დიდ ხეირს ნახულობენ. საკმარისია „გუგლის“ საძიებო სისტემას მიმართოთ და დარწმუნდებით, რომ ჰოლივუდის უმსხვილესი სტუდიების - „უოლტ დისნეი სტუდიოს“, „უნივერსალ პიქჩერსის“, „ფარამაუნთ ფიქჩერსის“, „უორნერ ბრაზერსის“ უმსხვილესი მეწილეები სწორედ „ბლექროკი“ და „ვანგარდი“ არიან, რაც იმის უტყუარი დასტურია, რომ გლობალური ფსევდოლიბერალური ომის ავტორიც გლობალური ომის პარტიაა. „ბლექროკი“ და „ვანგარდი“ არიან „კოკა კოლას“ და „მაკდონალდსის“ უმსხვილესი აქციონერებიც და ქართული „მაკდონალდსის“ საბავშვო პროდუქციაში ლგბტ პროპაგანდის შემცველი ტექსტებიც სწორედ ამას უკავშირდება.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველომ ზუსტად ისევე უნდა დაიცვას თავი ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან, როგორც ომისგან იცავს დღეს თავს. ფსევდოლიბერალების გამარჯვება საქართველოს იმაზე მძიმე შედეგებსაც კი უქადის, ვიდრე მას თუნდაც ცხელმა ომმა და უკრაინიზაციამ შეიძლება მოუტანოს.


რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ლგბტ პროპაგანდა ევროკავშირში ინტეგრაციის პირობად დაგვიყენოს. ფსევდოლიბერალების გარდა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ლგბტ პროპაგანდის ზემოთ აღწერილი შედეგების პირობებში, ჩვენი ქვეყანა იმდენად დაზიანდება, რომ ასეთ დროს ვერავითარ ევროკავშირის წევრობას ვეღარ ექნება ღირებულება. შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ იქით უნდა დააყენოს პირობა, რომ საქართველოში ლგბტ პროპაგანდას არაფრის ფასად არ დაუშვებს.


როგორც ცნობილია, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში უცხოური აგენტურა და შესაბამისი პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები უწევენ პროპაგანდას. თითოეული ჩვენგანის ვალია, დავუპირისპირდეთ ამ იდეოლოგიას, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიული ოჯახის აპოკალიპტური გეგმის რეალიზებას ემსახურება. ოჯახების სურვილია, საზოგადოება აქციონ ბიოლოგიურ მასად, რომელსაც არ ექნება არავითარი ფასეულობები და შესაბამისად, ოლიგარქიული ოჯახების გეგმების წინაშე სრულიად დაუცველი იქნება. ამისათვის, უნდა გაქრეს ყველაფერი, რასაც საზოგადოებისა და პიროვნების იდენტობა ეფუძნება. ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სამშობლო, ეროვნება, რელიგია, ისტორია, ოჯახი, მშობელი, შვილი, სქესიც კი, უნდა წაიშალოს და ისტორიას ჩაბარდეს. თუ მრავალ ქვეყანაში უკვე დაინერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ადამიანს ნეიტრალური სქესის მითითების უფლება აქვს, ძალიან მალე პასპორტში სქესის მითითება საერთოდაც აიკრძალება, როგორც ეს, თავის დროზე, ეროვნებასთან დაკავშირებით გაკეთდა.


ოლიგარქიულ ოჯახებს მიაჩნიათ, რომ ეს სამყარო მათ ეკუთვნით და თავის ჭკუაზე უნდა მართონ. ამაში კი, მათ ხელს უშლით 8-მილიარდიანი მოსახლეობა და მოაზროვნე საზოგადოებები. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ მოცემულობის შეცვლას ემსახურება: მსოფლიო მოსახლეობა ათჯერ უნდა შემცირდეს და მოაზროვნე სოციუმიდან ბიოლოგიურ მასად უნდა გარდაიქმნას. უნდა გაქრეს საზოგადოება და პიროვნება, როგორც ასეთი. უნდა გაქრეს კრიტიკული აზროვნება. ასეთი საზოგადოება მზად იქნება, იქცეს ოლიგარქიული ოჯახებისა და მათი შთამომავლების მომსახურე პერსონალად, რომელიც გაწვრთნილი ცხოველივით იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან. მოსახლეობის რაოდენობა, ანუ სამუშაო ძალა, ოლიგარქიული ოჯახების საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება. თუ დღევანდელი გათვლით, ოლიგარქიული ოჯახები მოსახლეობის ათჯერ შემცირებას მიიჩნევენ მიზანშეწონილად, ეს რაოდენობაც ნებისმიერ დროს, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება გადაიხედოს.


ოლიგარქიული ოჯახების დიქტატის პირობებში, სად შეიძლება იყოს საქართველოს და ქართველების ადგილი, არავინ იცის. შესაბამისად, ჩვენ მთავარ ამოცანად საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის დაცვა და შენარჩუნება უნდა ვაქციოთ“, - წერს ზაზა შათირიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930