22-06-2023
ჩვენს პარტნიორებს ხშირად უკვირთ, თუ რატომ არის ასეთი შესამჩნევი სხვაობა საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და ქვეყნის შესახებ საზღვარგარეთ არსებულ (ცრუ) აღქმებს შორის,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპოზიციის პოლიტიკური რადიკალიზმით ჩამოყალიბებული საგარეო იმიჯი აუფერულებს ქართველი ხალხისა და მთავრობის ბევრ მიღწევას.
მისი თქმით, დეზინფორმაციის მასშტაბის გამო, ჩვენს ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს უჭირს იმის დაჯერება, რამდენად მწირი რეალობა დევს მასიური ანტი-სამთავრობო ცილისწამების კამპანიის უკან.
,,ფაქტია, რომ წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული განვითარების კუთხით. თუმცა, ოპოზიციის პოლიტიკური რადიკალიზმით ჩამოყალიბებული საგარეო იმიჯი აუფერულებს ქართველი ხალხისა და მთავრობის ბევრ მიღწევას. როგორ უნდა ავხსნათ ეს სხვაობა აღქმებსა და რეალობას შორის?
მთავრობის განმარტება, რომ ცრუ აღქმები, ძირითადად, რადიკალების წინასწარ განზრახული და კარგად კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანიის შედეგია, როგორც ჩანს, არ არის დამაჯერებელი ჩვენი დასავლელი სკეპტიკოსებისთვის.
დეზინფორმაციის მასშტაბის გამო, ჩვენს ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს უჭირს იმის დაჯერება, რამდენად მწირი რეალობა დევს მასიური ანტი-სამთავრობო ცილისწამების კამპანიის უკან. მთავრობის ხელში არსებული ერთადერთი ინსტრუმენტი დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ავტორიტეტული რეიტინგებისა და გამოკითხვების შედეგებია, რომლებიც საქართველოს პროგრესსა და მთავრობისადმი ხალხის მხარდაჭერას წარმოაჩენს. თუმცა, ჩვენი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან ფრაზას, რომელიც საქართველოს საგარეო ურთიერთობების სამწუხარო მანტრად იქცა: „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“- წერს შალვა პაპუაშვილი.
16-11-2024
16-11-2024