გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შესაძლოა ვარაზისხევში ქვაფენილის ნაცვლად, თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს

22-08-2018

 დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ვარაზისხევის რეაბილიტაცია შესთავაზა და ქვაფენილთან დაკავშირებით საზოგადოების აზრით დაინტერესდა. 

 

„დღეის მდგომარეობით, არის ქვაფენილი, რომელიც ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის. მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის მაგივრად, თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხოთ. მგონია, ძალიან ხმაური და მტვერია, რაც პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის პრობლემას.

ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ხალხს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს და შესაძლებელია როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაც.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31