გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის გენინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

22-08-2018

საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მოქალაქე პ.ა. დააკავა. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის აპრილიდან ივნისის თვემდე პერიოდში, მოქალაქე პ.ა.-მ, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრები დაარწმუნა, თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაპირდა, რომ 13 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა. დაზარალებულები პ.ა.-ს მოთხოვნას დათანხმდნენ და თანხა სრულად გადაუხადეს. გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებული პირი აღნიშნულ თანხას მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. დაკავებულს ბრალდება წარედგინება კანონით დადგენილ ვადებში და პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით მიმართავს.
„აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“-აცხადებენ უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930