გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო გასტრონომიულ გზამკვლევ „გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

24-06-2023

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო გასტრონომიულ გზამკვლევ „გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს   ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  მაია ოამიძემ და  გო ე მიოს  დირექტორმა მია კუპრავამ.

 

მემორანდუმის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის  ხელშეწყობა, განვითარება და გასტრონომიული ღონისძიებების დაგეგმვა.  ასევე  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია.

 

გო ე მიო (Gault & Millau) კულინარიის გზამკვლევია, რომელიც  1965 წელს რესტორნის კრიტიკოსებმა ჰენრი გო-მ Henri Gault და კრისტიან მიო-მ Christian Millau  დააარსეს. გზამკვლევი მსოფლიოს 20-მდე  ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, იაპონიაში და ა.შ.   Gault & Millau-ს  რესტორნების 20 ქულიანი შეფასების სისტემა აქვს შემუშავებული.   Gault & Millau-ის გზამკვლევი ყოველწლიურად გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულებისა და სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930