24-06-2023
ტყუილია არა, აბა ომი გინდათ, აგერ ქვეყნის თქვენიანი გაქცეული "პატრიოტი" პირდაპირ მოგიწოდებთ საბრძოლო მზადყოფნისკენ, მეორე მონა კი ამუნათებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას ატარებს - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებოთ, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სახოფათო თამაშში აპირებენ შესვლას.
ექსპერტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლების ოპონენტებს, დაწყნარდნენ და ხალხის მოთმინება არ გამოსცადონ.
“ტყუილია არა, აბა ომი გინდათ, აგერ ქვეყნის თქვენიანი გაქცეული "პატრიოტი" პირდაპირ მოგიწოდებთ საბრძოლო მზადყოფნისკენ, მეორე მონა კი ამუნათებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას ატარებს. ისე რისი მებრძოლები თქვენ ხართ, წითელი ხიდისკენ გაქცევაში კი ბატონო ვერ დაგეწევათ ვერავინ, ვერც ვერავინ დაგასწრებთ პრიგოჟინის ფოტოს ავატარად დაყენებაში.
მშვენივრად ხვდებიან როგორი სახიფათოა ჩვენთვის არეულობა რუსეთში და ამას გაუშვებს ხელიდან ჩვენი შულავერის კომიტეტი? ეს სისხლის სუნზე დაგეშილები სახიფათო თამაშში აპირებენ შესვლას, ცოტა დაწყნარდნენ, ნუ გამოიყვანენ ხალხს წყობილებიდან, ნელ-ნელა ივსება მოთმინების ფიალა. მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ახლა მაინც დააფასეთ ჩვენი ხელისუფლება იმ მშვიდობისთვის რაც ქვეყანაშია, ხომ გამოჩნდა, რა პირობებში უწევთ მუშაობა, როგორი ზეწოლისა, როგორი ბულინგის ქვეშ, მაგრამ უძლებენ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის” - წერს ნინო ფოჩხუა.
16-11-2024
16-11-2024