27-06-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში კახა ოქრიაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს.“
ნიკოლეიშვილი მოუწოდებს ოქრიაშვილს, წავიდეს უკრაინაში და აჩვენოს საზოგადოებას გმირობის მაგალითი. ექსპერტი სვამს კითხვას, იმ სცენარის განვითარების შემთხვევაში, რაც ოქრიაშვილმა აღწერა, თავად როგორ მოიქცევა.
„ამან სად და ვისთან იომა სამშობლოს დასაცავად, ვინმე თუ იცით მაცნობეთ! ისე მაგრად მაინტერესებს ვის უფრო გულშემატკივრობდა პუტინს თუ პრიგოჟინს ? მისივე სცენარი შემთხვევაში რას იზამს -იომებს, საზღვარზე გაიქცევა თუ მძღოლად დაუდგება რუს გენერლებს? გული ხომ შეტკივა, აგერ უკრაინაში ომია, და წადით იომეთ, გვანახეთ ვაჟკაცობა და გმირობა !“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024