გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

28-06-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იმპორტიორებს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, მაცივარაგენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაციის წარმომადგენლები, მაცივარაგენტების იმპორტიორები და ტექნიკოსები ესწრებოდნენ.


16 ივნისს საქართველო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სხვა საერთაშორისოდ რეგულირებული გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე მაცივარაგენტების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.


განახლებული კანონმდებლობა აწესებს ახალ მოთხოვნებს მაცივარაგენტების მართვაში ჩართული პირებისთვის, მათ შორის, მაცივარაგენტების იმპორტიორებისთვის. კერძოდ, დაინერგება კიგალის ცვლილებით გათვალისწინებული ნივთიერებების - ჰიდროფთორნახშირბადების იმპორტის კვოტირების და სანებართვო სისტემა; ასევე, მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა (ჟურნალი), რომელიც ჩაანაცვლებს აღრიცხვა-ანგარიშგების არსებულ სახეებს.


საქართველო სულ მალე შეუერთდება მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930