28-06-2023
„როცა საუბარია იმაზე, რომ მედიამენეჯერის ციხეში ჯდომა ხელს უწყობს პოლარიზებას, გამოუშვა პრეზიდენტმა და ამჩნევს ვინმე დეპოლარიზაციას? მეორე-მესამე დღესვე სიძულვილის ენაზე საუბარი დაიწყეს, მათ შორის, სამშაბათის პოლიტიკურ განცხადებებში“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სიძულვილის ენით საუბარი არ ეპატიება არც ერთ მხარეს და საჭიროა, პოზიციამაც და ოპოზიციამაც ზრდილობის ფარგლებში ისაუბროს ერთმანეთთან.
"ასე არ გამოვა - მათ უფლება აქვთ, რომ ბრძოლა წესების გარეშე ითამაშონ, ხოლო ჩვენ წერებით უნდა ვითამაშოთ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მათ მხარეს იქნება უპირატესობა. თუ თამაშის წესები საერთოა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დავიწყოთ ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ მათ არასდროს შეასრულეს პირობა.
საზოგადოება ხედავს, რომ ჩვენი შეურაცხყოფა არ არის მხოლოდ ჩვენი შეურაცხყოფა, ეს არის ხელისუფლების, საქართველოსა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ისინი გადადიან ბრძოლაზე წესების გარეშე, ამას შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიხედონ, მაგრამ მეორე მხრიდან თუ არ იქნება გარკვეული რეაქცია, რა თქმა უნდა, ბალანსი არ იქნება დაცული, მათ შორის, საზოგადოების თვალში. რა გაუკეთებია მიშა მშვილდაძეს, ან ნებისმიერ მათგანს ქვეყნისთვის? რუსეთზე საუბრობენ, როდესაც თავადვე ჩააბარეს ყველაფერი რუსეთს და პრიგოჟინს დაუჭირეს მხარი.
პრიგოჟინი უფლებადამცველი იყო, თუ რა? - ჩვეულებრივ იბრძოდა უკრაინაში. იმიტომ კი არ დაუჭირეს მხარი, რომ საქართველოსთვის რამე სარგებელი მოეტანათ, არამედ იმისთვის, რომ თვითონ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი და აქ ყოფილიყო არეულობა - აი, ამაზე წამსვლელი ხალხია.
როცა საუბარია იმაზე, რომ მედიამენეჯერის ციხეში ჯდომა ხელს უწყობს პოლარიზებასო, გამოუშვა პრეზიდენტმა და ამჩნევს ვინმე დეპოლარიზაციას? მეორე-მესამე დღესვე სიძულვილის ენაზე საუბარი დაიწყეს, მათ შორის, სამშაბათის პოლიტიკურ განცხადებებში. აბა, სად არის დეპოლარიზაცია? ახლა რომ გამოვარდა „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე, ხაბეიშვილი, ხელებსა და ფეხებს დავამტვრევო, გამოვიდა ვინმე და თქვა, ეს სიძულვილის ენაა და არ შეიძლებაო? დაგმო ვინმემ? პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი რომ ესროლა აქციის მონაწილემ, ამას გამოხატვის თავისუფლება რომ დაარქვეს, იმ პოლიციელმა და მისმა ოჯახის წევრებმა რა უნდა იწამონ გამოხატვის თავისუფლების შესახებ? რა თქმა უნდა, ვერავინ უნდა გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა, რადგან ჯერ ერთი, რომ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ თუ აქვთ, იმ ფორმატში ისაუბრონ, რომელშიც შესაძლებელია. სიძულვილის ენით რომ საუბრობენ, ჩვენ გულზე ხელი დავიკრიფოთ? არავის ეპატიება ვინმესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
თუ ჩვენგან გაიგებენ სიძულვილის ენით საუბარს, გინებას, შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ, როგორც თვითონ გამოდიან ხოლმე და ფეისბუქზე წერენ ამ სტატიებს, მაშინ გვითხრან საყვედური, მაგრამ როდესაც თვითონ იწყებენ ამას ყოველგვარი შეფასების გარეშე, იგინებიან და შეურაცხყოფენ ქართულ ტრადიციებსა და ქართველ ხალხს, ბუნებრივია, ეს უპასუხოდ ვერ დარჩება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024