30-06-2023
„მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ ოპოზიციის მტრულ ქმედებებზე და მათ მიერ ევროპაში წარმოებულ ფარულ, ანტისახელმწიფოებრივ მოლაპარაკებებზე, რომ არ მოგვცენ სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, რომ არ ჩაგვითვალონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ა.შ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხუნდაძის თქმით, მართალია, ოპოზიცია მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევა და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოუვა, რადგან ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.
„კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში არეულობის ტოლფას სავაჭროდ არის გამოყენებული. ოპოზიცია და მათი ლობისტები უცხოეთში მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა სტატუსი არ მოგვანიჭონ დეკემბერში და ამით არეულობა გამოიწვიონ. ისინი ფიქრობენ, რომ ხალხის მოტყუებას შეძლებენ და ყველაფრის ფასად ხელისუფლებას ააყირავებენ.
ამაში კი ცდებიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ ოპოზიციის მტრულ ქმედებებზე და მათ მიერ ევროპაში წარმოებულ ფარულ, ანტისახელმწიფოებრივ მოლაპარაკებებზე, რომ არ მოგვცენ სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, რომ არ ჩაგვითვალონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ა.შ. ამის აღიარება დღეს, ევროპელი ლიდერების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულებით დაბოღმილებს, თავად მოუწიათ. ჩვენ აღარ გვჭირდება უკვე ხალხთან ამის მტკიცება. მიუხედავად მათი მხრიდან უამრავი მცდელობისა, ვერ ახერხებენ ქვეყანაში ამ საკითხზე მღელვარების აზვირთებას. საქართველოს კანდიდატის სტატუსს კი მიანიჭებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნდებიან, რომ მისი არმინიჭებით ქვეყანაში არეულობას ვერ გამოიწვევენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს სტატუსის მინიჭების შანსი გაზრდილია“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
16-11-2024
16-11-2024