30-06-2023
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება B2B ფორმატში გაიმართა და მას ღვინის მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი ჯანეტ შუმანი (Janet Schumann) უძღვებოდა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე დასახელების სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო; გაიმართა ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის გაყიდვების სფეროს 100-მდე წარმომადგენლისთვის.
გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
16-11-2024
16-11-2024