გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანელმა მკვლევარმა, ლეონი კატაინმა საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნა

23-08-2018

BfdW მოხალისეობის პროგრამის კოორდინატორის საქართველოში, ლევან აბაშიძის განცხადებით, გერმანელი მკვლევარის, ლეონი კატაინის ნაშრომი THE IMPACT OF THE IDP STATUS IN GEORGIA (Which impact does the IDP status have on the government and on the IDPs in Georgia), რომელიც მან ორგანიზაცია ICCN-ში მუშაობისას და ამ ორგანიზაციის პროგრამის ფარგლებში შეასრულა სპეციალისტების და დაინტერესებული ფართო საზოგადოების ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. მისასალმებელია აგრეთვე ამ ნაშრომის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.


მკვლევარმა დიდი სამუშაო ჩაატარა ინტერვიუების ჩატარების და მასალების მოძიების მხრივ (ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხების მინისტრთან ვრცელი ინტერვიუს ჩათვლით!), რასაც დაემატა დიდი ანალიტიკური მუშაობა მონაცემების შეჯერების, არსებული პრობლემების, ტენდენციების, მიზეზების და მოტივაციების შესაფასებლად.


აბაშიძის თქმითვე, აღსანიშნავია ქ-ნი კატაინის მიერ შერჩეული მეთოდიკა, ინტერვიუების და მონაცემების შეგროვებისა და ანალიზისას გამოვლენილი აკურატულობა და სიზუსტე, ისევე მისეული ანალიზის სიღრმე და მიუკერძოებლობა.


ყურადსაღებია, რომ მკვლევარი არ ცდილობდა თავის თავდაპირველ ჰიპოთეზაში ჩაესვა მიღებული მონაცემები, არამედ მზად იყო, შეეცვალა თავისი თავდაპირველი შეხედულებები მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად. ეს მეტყველებს მის მეცნიერულ მიდგომაზე.


რაც შეეხება თვით ავტორს, ის 12 თვით იმყოფებოდა საქართველოში გერმანული მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა (Weltwaerts) ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო უშუალოდ ქ-ნი კატაინი ამ პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციამ „პური მსოფლიოსთვის (BfdW) გამოაგზავნა. ამ პროგრამით BfdW საქართველოში ყოველწლიურად 7-მდე მოხალისეს აგზავნის, ხოლო ჯამურად გერმანელ მოხალისეთა რიცხვი საქართველოში მხოლოდ Weltwaerts პროგრამით20-ს აღემატება.


უნდა ითქვას, რომ მოხალისეობის ეს პროგრამა გათვალისწინებილია ახალგაზრდებისთვის -18 დან 28 წლამდე, და გულისხმობს 12 თვიან მუშაობას საქართველოს არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში. პროგრამის ძირითადი მიზანია მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირეულ სფეროებში და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სხვა კულტურის გაცნობა, როგორც გერმანელი ახალგაზრდებსთვის და მათი ახლობლებისთვის, ასევე მათი ქართველი თანამშრომლებისთვის.


"გერმანელ მოხალისეებს, ბუნებრივია, არ მოეთხოვებათ მაღალი კვალიფიკაცია ან სპეციალიზაცია, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა 18 წლის ასაკისაა და პირდაპირ სკოლის დასრულების შედეგ ჩამოდიან (როგორც ქ-ნი ლეონი კატაინი). სწორედ ამიტომ, უნდა განსაკუთრებით აღინიშნოს, რომ ქ-ნი კატაინის ეს ნაშრომი სცილდება იმას, რასაც ველოდებით სკოლის ახლადდამთავრებული ახალგაზრდისგან, რომელსაც ჯერ უნივერსიტეტში არცერთი სემესტრი არ უსწავლია. ეს უდავოდ მეტყველებს ქ-ნი კატაინის კარგ განათლებაზე, საუკეთესო უნარჩვევებზე და ნათელ გონებაზე.


დიდ მადლობას იმსახურებს ორგანიზაცია ICCN და ქ-ნი კატაინის უშუალო ხელმძღვანელები, რომლებმაც ყველა პირობა შეუქმნეს მას მუშაობაში. ეს ნაყოფიერი მუშაობა უდავოდ დაეხმარება ლეონი კატაინს მის შემდგომ სწავლასა და მუშაობაში, ხოლო საქართველოს პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებული პირები გაეცნობიან საინტერესო ნაშრომს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ლტოლვილების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე"-აცხადებს აბაშიძე.


დევნილები საქართველოში - როგორ აღიქვამს მათ გერმანელი მკვლევარი


"მე გერმანიიდან ვარ - საქართველოდან 5000 კმ დაშორებული ქვეყნიდან. ეს მანძილი შესაძლოა არც ისე დიდია ჩვენს გლობალიზებულ სამყაროში, მაგრამ ის არსებობს. საქართველოში ჩამოსვლამდე მე მხოლოდ ზოგადად ვიცოდი თუ სად მდებარეობს ქვეყანა და რა ჰქვია მის დედაქალაქს, რომ არაფერი ვთქვათ მის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე.


რა თქმა უნდა, საქართველოში ჩემს ერთწლიან მოხალისეობრივი პროგრამის დაწყებამდე, მე გავთვიცნობიერდი ამ საკითხებში, მაგრამ საკვანძო მომენტი რამაც რეალურად დაიპყრო ჩემი ყურადღება, ეს იყო იძულებით გადაადგილებულთა (იგპ) საკითხ. ეს მოხდა ჩემი ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც მე პირველად წავედი წეროვანის იგპ დასახლებაში.


ჩემთვის ეს დასახლება გამოიყურებოდა ესოდენ შორეულად, ესოდენ იზოლირებულად და ერთფეროვნად, რომ მე ვკითხე მძღოლს თუ ვინ ცხოვრობდა ამ დასახლებებში, და მისი პასუხი იყო ემოციურად დატვირთული იმაზე თუ რას და როგორ ფიქრობს იგი ამ დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე.


კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შესაძლოა ჩემი ყურადღება განსაკუთრებით დაიპყრო, იყოჩემს წინაშე გაშლილი სურათი, რადგანაც 2015 წლიდან მოყოლებული, გერმანიას უწევს ლტოვილთა დიდ რაოდენობასთან გამკლავება და არ ჩანს რომ მათ ჰქონდეთ რეალური გეგმა თუ რა პოლიტიკა უნდა გაატარონ ამ მოწყვლად ჯგუფთან მიმართებით. თანდათანობით, მე გამიჩნდა სურვილი გამეგო მეტი საქართველოში იგპ შესახებ; როგორ ცხოვრობენ ისინი, მათი როლი საზოგადოებაში, მთავრობის დამოკიდებულება მათ მიმართ და ზოგადად კონფლიქტი, რამაც ისინი იგპ-დ გადააქცია.


შესაბამისად, როდესაც მე კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრში (www.iccn.ge) მოვედი, ეს იყო ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გამომეკვლია ჩემი ინტერესის ეს თემა. ჩემი კვლევის ფარგლებში, მე გამოვარკვიე რომ არა მხოლოდ ჩემი მძღოლი საუბრობდა ამ საკითხზე ემოიციურად, არამედ თითქმის ყველა ქართველი, რომელსაც აქვს საკუთარი ემოციური კავშირი ამ საკითხთან, ასევე განსაკუთრებული განცდები.


ჩემს საბოლოო კვლევაში „საქართველოში იგპ-ს სტატუსის ზეგავლენა,“ მე ვცდილობდი დამენახა მთელი ეს საკითხი ნეიტრალური გარეშე დამკვირვებლის თვალთახედვით და ამით ეს თემა უფრო ობიექტურ ჩარჩოებში ჩავტიო. ამას გარდა, მე ვცდილობდი გამომეკვლია როგორც ხელისუფლების პოზიცია საკითხისადმი, ასევე თავად იგპ-ს მხარე. რა თქმა უნდა, შეუძლებელია სარკისებრად გადმოსცე ამ საკითხზე არსებული ყველა ცალკე აღებული მოსაზრება. მიუხედავად ამისა, მე შევეცადე წარმომედგინა სხვადასხვა მოსაზრებების პალიტრა, რომელმაც ჩემს საბოლოო დასკვნამდე მიმიყვანა.


მას შემდეგ რაც იგპ-ების პირველი ტალღა გაჩნდა საქართველოში, მათი რიცხვი ბოლო 26 წლის მანძილზე, იზრდებოდა. 2014 წელს, ქვეყანაში 259,200 იგპ იყო რეგისტრირებული. 2018 წელს კი საქართველოში უკვე 280,000 იგპ ცხოვრობს. იგპ-თა რაოდენობრივი ზრდის მიზეზი არის არა იგპ-ს ახალი ტალღა, არამედ მათი ახალი თაობები. კანონმდებლობის თანახმად, ყველა ბავშვს, ვისაც თუნდაც ერთი იგპ-სტატუსის მქონე მშობელი ან ბებია/ბაბუა ჰყავს, მეტნაკლებად ავტომატურას იღებს ამ სტატუსს. გარკვეული პერიოდის მანძილზე, ე.წ. ‘შერეული“ ოჯახების რაოდენობა, სადაც ერთი მშობელი იგპ არის,მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ნიშნავს საქართველოს მთავრობაზე გაზრდილ დატვირთვას, განსაკუთრებით ოჯახებზე გასაწევ შემწეობაზე.


მეორე მხრივ, იძულებით გადაადგილებული პირებს თავიანთი სტატუსის გამო, ბევრ პრობლემასთან უწევთ შეჯახება. იგპ-ები უფრო მეტ გასაჭირში არიან სხვა მოქალაქეებთან შედარებით. არსებითი ნიშანია იგპ-ს შორის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. ამის სხვადასხვა გამომწვევი მიზეზია. იგპ-ები ძირითადა სოფლად არიან განსახლებულნი, სადაც თითქმის არ არსებობს ტრანსპორტირება და დამსაქმებლები. ამას ემატება, ისიც, რომ იგპ-ებს ჯერ კიდევ უწევთ შეეჯახონ ცრურწმენებს მათ მიმართ და არ აქვთ წვდომა მიწებზე სასოფლო სამეურნეო საქმიანობისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ ის რაც უნდა გვახსოვდეს მდგომარეობს იმაში რომ 26 წლის მანძილზე თავად იგპ- როგორც სოციუმი დაიყო მაღალ, საშუალო და დაბალ სოციალურ ფენებად, ასევე ფენად, რომლებიც რჩებიან მარგინალურ ჯგუფებად. რა თქმა უნდა, ყველა იგპ-ს არ აწუხებთ ის პრობლემები რაც ზემოთ ვახსენე, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა რაც წარმომიდგა ჩემი კვლევის პროცესში იყო ის რომ მთავრობა ხედავს მხოლოდ ამ ერთ ჰომოგენურ ჯგუფს იგპ-ს სახით და უწოდებს მათ საქართველოს საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულს. რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა გარკვეული რაოდენობა სრულად არის ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ თუ თქვენ ნახავთ არსებობს დანარჩენ იგპ-თა დიდი ჯგუფი, რომლებიც გაჭირვებაში არიან და ფაქტიურად მივიწყებულნი. ისინი უკვე წარმოადგენენ მარგინალურ ჯგუფს და თუ მთავრობა არ იქნება მოწადინებული და ფოკუსირებული ამ განსაცდელში მყოფ იგპ-ების მხარდაჭერაზე, იმის ალბათობა რომ მათი შთამომავლები იქნებიან საზოგადოების ფსკერზე, ძალიან მაღალია და ეს ასევე ზრდის ტვირთს მთავრობის მხრებზე. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ ჩემის აზრით, რატომ უნდა შეიცვალის იგპ-სტატუსზე დამყარებული სახელმწიფო შემწეობა, მათ საჭიროებებზე დაფუძნებული შემწეობით. ამ მიმართულებით რეფორმა უკვე განიხილება მთავრობაში, მაგრამ ჯერ არ მისი განხორციელება არ დაწყებულა.


უფრო კონკრეტულად, ეს რეფორმა იქნება ისეთი, როდესაც ყველა იგპ შეინარჩუნებს სტატუსს, მაგრამ მხოლოდ მოწყვლადი იგპ-ები მიიღებენ დახმარებას მთავრობისგან, რომელიც იქნება ნორმალური სოციალური შემწეობა - 89,7 ლარი თვეში რომლის მიღების უფლებაც აქვს საქართველოს ყველა მოწყვლად მოქალაქეს.


უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ ზრუნვის კონცენტრირება უნდა მოახდინოს იმ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად არიან გაჭირვებაში და მეორე ამით სახელმწიფო სოციალურ დახმარებზე მზარდი ტვირთი შემცირედება. უფრო მეტიც, არცერთ იგპ-ს არ სურს საკუთარი სტატუსის დათმობა, რომელიც ჩემი აზრით დიდწილად ემოციური ფაქტორით არის გამოწვეული. იგპ-სტატუსი ერთგვარი შემაკავშირებელია ოჯახსა და მომავალ თაობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ იგპ ახალი თაობის წარმომადგენლები შესაძლოა არ დაიბადნენ მათი წარმომავლობის მშობლიურ კუთხეში, ისინი ცოცხლად ინახავან ისტორიას და მათი საკუთარი ოჯახის დევნილად ან იძულებით გადაადგილებულად გადაქცევის ამბავს. უფრო მეტიც, ჩანს რომ მათი იგპ სტატუსი უღვივებს მათ იმედს, რომ ერთ დღეს ისინი თავიან სახლებში დაბრუნდებიან და იმედს რომ მთავრობა ჯერ კიდევ დაკავებულია იგპ-თემით. ეს ასევე აჩვენებს საქართველოს ურყევ პოზიციას კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეების მიმართ.


ჩემს კვლევაში მე ასევე შევადარე საქართველოს პოლიტიკა იგპ-თან მიმართებაში, გერმანიის პოლიტიკას დევნილების მიმართ. საბოლოოდ, გამოდის რომ არ არსებობს რაღაც ერთი უტყუარი რეცეპტი თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა იგპ და დევნილთა მიმართ. ყველა ქვეყანაში განსხვავებული პირობები დომინირებს, მაგ. სახელმწიფო ბიუჯეტის ოდენობა, დემოგრაფიული განვითარება, ეკონომიკური სიძლიერე ასევე საერთაშორისო ურთიერთობები და თანამშრომლობა, რომლებიც ნამდვილად უნდა იქნეს გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, როგორც გერმანიისათვის ისე საქართველოსათვის ყოველთვის კარგია გააფართოონ თვალსაწიერი და გადახედონ საკუთარ პოლიტიკას ამ საკითხზე.


რეფორმების გატარების შემდეგ იგპ-ების სტატუსი გამოიყურებოდა როგორც ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია როგორც მთავრობისათვის, ისე თავად იგპ-ბისთვის. რა თქმა უნდა, სტატუსი, არ არის მხოლოდ ეკონომიკური ან სოციალური საკითხი. მთავრობისათვის ის ასევე საკმაო დოზით პოლიტიკური საკითხია. მე შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო თუ რა ინტერსები აქვს მთავრობას ამ მიმართულებით. ბოლოსდაბოლოს, რეფორმა გულისხმობს მოწყვლადი იგპ-ების უფრო მეტ მხარდაჭერას და მათ პრობლემებზე მეტად ფოკუსირებას. ყველა რეგისტრირებული იგპ შეინარჩუნებს ამ სტატუსს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური ბმისათვის.


ჩემი კვლევის დასაწყისში მე ვფიქრობდი, რომ იგპ სტატუსი იყო უფრო ერთგვარი ნიშანი საზოგადოებაში არსებული ერთი რეალურად მასში არაინტეგრირებული ჯგუფისათვის. მაგრამ ეს მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა.


რა თქმა უნდა მთავრობას მათთვის ეს სტატუსი მოწყალების ნიშნად არ მიუცია, მას ცალსახად საკუთარი ინტერესები აქვს. მიუხედავად ამისა, ეს სტატუსი სარგებელს აძლევს იძულებით გადაადგილებულ პირებს, განსაკუთრებით ემოციურ დონეზე".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031