გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე: ვისარგებლებ შემთხვევით და ალეკო ელისაშვილს ვუპასუხებ, რომ კარგად უნდა მოესმინა აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებისთვის, რომელიც ეხებოდა არა მეომრებს, არამედ მთავარსარდალს... ვერ მარწმუნებთ იმაში, თითქოს ემიჯნებით „ნაც სექტას“

30-06-2023

„თუ გაისეირნებთ აჭარაში და შეხვდებით ოჯახებს, ნახავთ მათ მადლიერებას მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის მიმართ, რომელმაც სახელმწიფო პროექტებთან ერთად ძალიან ბევრი რაღაც განახორციელა სწორედ ამ ადამიანებისა და ოჯახების მხარდასაჭერად“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზაალ მიქელაძემ, პარლამენტში, პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აჭარაში არაერთი კარგი პროექტი განხორციელდა პრემიერის ინიციატივით, რისთვისაც იქაური მოსახლეობა ძალიან მადლიერია.

 

„ბატონო პრემიერო, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ მიერ ინიცირებული პროექტის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, განხორციელებული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის გამო. როგორც ქობულეთის მაჟორიტარი, ვაცხადებ, რომ ქობულეთის უნიკალური ბულვარის ხილვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის, რომელსაც აჭარის მთავრობასთან ერთად ახორციელებთ. ეს არის "ოცნების ქალაქი", რომელმაც საშუალება მისცა ათასზე მეტ ბავშვს, რომ უსაფრთხო გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ასევე, განათლების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმში „განათლების ქალაქის“ მშენებლობა, რაც ახალ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს მომავალ თაობას და საერთოდ უნიკალური პროექტი, რომელიც, ალბათ, საუკუნის ოცნება იყო, ეს არის აჭარის გაზიფიცირება, რაც ჩემს რაიონში მთავრდება და, დარწმუნებული ვარ, მაღალმთიანი რეგიონებიც იქნება მოცული ამ პროექტით.

 

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სწორედ მშვიდობის შენარჩუნებით. ქალაქი ბათუმი დღეს გახლავთ ტურიზმის ოსკაროსანი, კულტურის ცენტრი, ასევე ბათუმის სტადიონის უნიკალურობა აღიარებულია. ყველაფერ ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი გუნდს. ვისარგებლებ შემთხვევით და ალეკო ელისაშვილს ვუპასუხებ, რომ კარგად უნდა მოესმინა აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებისთვის, რომელიც ეხებოდა არა მეომრებს, არამედ მთავარსარდალს. ვერ მარწმუნებთ იმაში, თითქოს ემიჯნებით „ნაც სექტას“, რადგან თქვენ გაქვთ საშუალება, გაისეირნოთ აჭარაში, შეხვდეთ ამ ადამიანებსა და ოჯახებს და ნახავთ მათ მადლიერებას მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის მთავრობის მიმართ, რომელმაც სახელმწიფო პროექტებთან ერთად ძალიან ბევრი რაღაც განახორციელა სწორედ ამ ადამიანებისა და ოჯახების მხარდასაჭერად“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930