30-06-2023
სოფლის მეურნეობის სამენციერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუმრებმა ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების უნიკალური კოლექცია დაათვალიერეს, გაეცნენ ვაზისა და ხეხილის აგროტექნიკას, დაავადებების პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა სტუდენტებს ინფორმაციამიაწოდა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობაზე, მცენარეთა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების იმუნოფერმენტული(ELISA) და მოლეკულური (PCR) დიაგნოსტიკის მეთოდებზე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ახალი გახსნილია და ითვალისწინებს სტუდენტებს შეასწავლოს მთის ორგანული ფერმერული მეურნეობების მართვის პრინციპები, ტურიზმისა და სოფლის განვითარების გზები.
სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე რეგულარულად ტარდება სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები.
16-11-2024
16-11-2024