გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა; უკანაკსნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით

30-06-2023

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. 2022 წლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა; უკანაკსნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 96%-ით, 4.4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.

„ასევე უნდა აღვნიშნო, რომ შარშან საქართველოდან მსოფლიოს თითქმის 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული - 1.3 მილიარდამდე დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს - 10.5%-ით აღემატება.


ექსპორტის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება; 5 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 33%-იანი ზრდა. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო.


ღვინის ექსპორტი გაიზარდა სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში გვაქვს 30%-იანი ამერიკაში 28%-იანი ზრდა, ლატვიაში - 20%, გერმანია -34%, ესტონეთი 50%, იაპონია -68%, რუსეთი -50 %. ასე რომ, სულ, ჯამურად, კიდევ ვიმეორებ, შარშან გვქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი ღვინის ექპორტი, ამით 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს ქართველმა მეწარმეება.

ასევე იზრდება სპირტიანი სასმელები. აქ ზრდა გვაქვს 57%-იანი, 48 მილიონ დოლარს აჭარბებს მიღებული შემოსავალი.


რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, ჩვენ მივაღწიეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას 8 წლის წინ. ამიტომ აქტიურად მიმდინარეობს ამ ბაზრის ათვისება. გეტყვით, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი ევროკავშირში, 26%-ით - სპირტიანი სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების - 100%-ით. ასე რომ, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით.


შარშან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,2 მილიარდი ლარი შეადგინა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამებიდან; აქედან სახელმწიფო თანადაფინანსება 1,6 მილიარდი ლარია", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930