19-12-2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია „News One“-ის ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით მშვიდობიანი აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„როგორც ვხედავ პრეზიდნეტმა პოროშენკომ მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, ჩემი ქვეყნიდან გაძევებისა და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის მოელაპარაკა საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში ჩემ დაკავებას და ექსტრადიციას გეგმავენ. საქართველოში ცრუ ბრალდბების საუძველზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება, უახლოეს 3-4 დღეში გამოიტანენ განაჩენს. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო კი ამზადებს დოკუმენტაციას, რომ ჩემი თავიდან მოშორება არ გენერალური პროკურატურის, არამედ იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელდეს.
სავარაუდოდ, მე ქვეყანაში აღარ ვიქნები, რადგან აქედან რომელიმე ქართულ ციხეში გადამიყვანენ, მაგრამ ხალხი მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების შეცვლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მაინც უნდა გადმოვიდნენ“- განაცხადა სააკაშვილმა.