23-08-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ველურ გარემოში დააბრუნეს.
ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურში, შველი ნახეს. მოქალაქის განმარტებით, შველი ღობეში იყო გახლართული და მისი დაცვის მიზნით, თავის საკარმიდამო ნაკვეთში გადაიყვანა.
შვლის გარეგნული დათვალიერების შედეგად დეპარტამენტის თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა და იგი ველურ გარემოში გაუშვეს.
19-12-2024
18-12-2024