1-07-2023
ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში და პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს, აგრესიული გამონათქვამებისგან თავი უნდა შეიკავონ ისეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოფილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას არასოდეს არ დაუგმია ზღვარგადასული კამპანია და აგრესიული გამონათქვამები ეკლესიის მიმართ.
„პირველ რიგში მე ჩემი აზრი გითხარით, რომ საერთოდ ძალადობა არის მიუღებელი. ეს ცილისწამებებიც მიუღებელია, ეს შეურაცხყოფა მიუღებელია, სათქმელი არ აქვთ, ვერ შემოდიან დებატებში, არ აქვთ არგუმენტები, არ აქვთ ფაქტები, ხელმოცარულები არიან და მხოლოდ გადადიან შეურაცხყოფებზ. მანდაც მდარე შეურაცხყოფას აკეთებენ, პირად შეურაცხყოფას აკეთებენ და ჩანს რომ საერთოდ გაუბედურებულები არიან და ფსკერზეა დღევანდელი დესტრუქციული ანარქისტული ოპოზიცია, ექსტრემისტული ოპოზიცია. ახლა რაც შეეხება, ძალადობა საერთოდ უნდა დავგმოთ ჩვენ, ამაზე პოლიცია რეაგირებას ახდენს დაუყოვნებლივ და მე ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგშია. მეორეს მხრივ, რა მინდა ვთქვა, ახლა გამოვიდა იგივე თქვენი ყოფილი ლიდერი გირჩი ზურა და საპატრიარქოზე ამბობს ისევ, აღარ გავიმეორებ და უწოდებს მტერს და ა.შ. ჩვენი მოსახლეობის 85%, ხალხის, თითქმის 2000 წლოვანი ქრისტიანული სარწმუნოების მქონე ქვეყანა ვართ, ერთ-ერთი უძველესი ერი. რომ გამოდიხარ და ლაპარაკობ ასეთ რაღაცებს, ეს მიუღებელია, ეს როგორც მინიმუმ, არის რა ვიცი, ძალიან დიდი სიბრიყვე და ძალიან დიდი მკრეხელობა რომ არის და უბედურება რომ არის ეს ცალკე საკითხია მაგრამ, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვისაც და ყველასთვის, მე მგონი ასეთი გამონათქვამები, მათ შორის აღარ გავაგრძელებ და არ მინდა რომ მეც ჩავერთო ამ კამპანიაში. საერთოდ მოგიწოდებთ, უფრო მეტი კორექტულობა და უფრო მეტი პატივისცემა განსხვავებული აზრის მიმართ. თქვენ უნდა აჩვენოთ მაგალითი, აი თქვენ ვინც ხართ შეიძლება მასე აზროვნებდეთ და უნდა აჩვენოთ.. მე აქვე მინდა გავაკრიტიკო ყოფილი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომელიც გამოდიოდა, პარლამენტის წინ იდგა და ამბობდა, რომ მას ერჩივნა ბომბები ცვიოდესო, ასე ამბობდა, ბომბები ცვიოდესო, წარმოგიდგენიათ როგორ აქვს მოწყობილი ადამიანს აზროვნება, როგორი ფსიქოლოგია აქვს და საერთოდ სად არის?! ამ ადამიანს არასოდეს არ დაუგმია ერთი ფაქტი, გამახსენეთ თუ შეიძლება, არასოდეს არ დაუგმია აი ეს ზღვარგადასული კამპანია, აგრესიული გამონათქვამები ეკლესიის მიმართ ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი რელიგიური გრძნობების მიმართ, არასოდეს. ეს რანაირი სახალხო დამცველი იყო, რა ხდება. ამიტომ მე მესმის თქვენ რაც მკითხეთ, თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ძალადობამ უნდა იკლოს საზოგადოებაში და პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ პოლარიზაცია შევამციროთ, მე ამას გეტყოდით. ასეთი გამონათქვამებითაც უნდა შეიკავონ თავი მსგავსმა ასეთმა ანტისახელმწიფოებრივმა ადამიანმა, როგორიც არის ზურა გირჩი ჯაფარიძე და სხვები. რომელთაც არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ, არაფერი აბსოლუტურად",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024