გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა იციან ოპოზიციის დესტრუქციული ხასიათის, საბოტაჟის, ბოიკოტის შესახებ, ჩვენ ევროპელებს სისტემატიურად ვაწვდით ინფორმაციას მათი ბოიკოტის შესახებ

1-07-2023

ევროპელმა პარტნიორებმა იციან ოპოზიციის დესტრუქციული ხასიათის, საბოტაჟის, ბოიკოტის შესახებ, ჩვენ ევროპელებს სისტემატიურად ვაწვდით ინფორმაციას მათი ბოიკოტის შესახებ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, მაგრამ ცალკეული წევრების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებები, ძალიან სამწუხაროა და ამას ხშირად რეაგირება სჭირდება.


„ბატონი ალუდა ღუდუშაურის კითხვა შეეხებოდა ჩვენი ოპოზიციის ჩართულობას. რა თქმა უნდა, მათ იციან, ბატონო ალუდა, მე პირადად ვესაუბრები, მინისტრიც და ყველა, თქვენი კოლეგებიც, პარლამენტის წევრები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ევროპაში, იციან მათი დესტრუქციული ხასიათის შესახებ, იმ საბოტაჟის, ბოიკოტის შესახებ და ჩვენ მათ სისტემატიურად ვაწვდით ინფორმაციას მათგან ბოიკოტის შესახებ. თუმცა, მოგეხსენებათ კარგად, რომ იგივე ქოლგა პარტია, ე.წ. EPP-ის პარტია და სხვა პარტიები ასევე ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის საზიანო რეზოლუციების მიღებაში და ესენი არაფერს არ აკეთებენ არც მანდ, რომ რაიმენაირად ხელი შეუშალონ ამ რეზოლუციების მიღებას. კიდევ ვიმეორებ, სამარცხვინო რეზოლუცია, ერთის მხრივ ჩაწერეს ქველმოქმედი კაცი, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა განადგურებას, ბატონი ივანიშვილი და მეორეს მხრივ, ჩაწერეს ევროპის მძარცველი კეზერაშვილი და სააკაშვილი, რომელიც, აღარ გავაგრძელებ, იცით ყველაფერი. ამაზეა საუბარი, რომ ეს იყო მიკერძოებული, უსამართლო რეზოლუციები და მათ ჩვენგან პასუხი მიიღეს შესაფერისი. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, ამხელა აჟიოტაჟი რომ არის ხოლმე საერთოდ ევროპარლამენტის რომელიმე წევრის მიმართ, მე არ მინდა ვინმეს გვარი ვახსენო, ეს ყველაფერი არის ხელოვნური. საერთოდ, მე გეტყვით, რომ ევროპარლამენტი ცალკე სტრუქტურაა, მათ რეალური ბერკეტები არ გააჩნიათ, ბრიუსელში წამყვანი ინსტიტუცია ევროკომისიაა და საერთოდ ევროპის ცალკეული ინდივიდუალური სუვერენული სახელმწიფოები. ევროპარლამენტს თავისი ფუნქცია აქვს, ჩვენ პატივს ვცემთ ევროპარლამენტს, როგორც ამ ინსტიტუტს, მაგრამ ცალკეული წევრების მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანო განცხადებები, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო და ამას სჭირდება რეაგირება ხშირად",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930