გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: აგენტოკრატურის ერთმა წევრმა ისიც გვითხრა, დიახაც, თუ მოგვთხოვენ, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ და ისე შევასრულოთ მათი ყველა მოთხოვნაო... მიღებული იყო, რომ ცალ ფეხზე მდგომი თვალებში უნდა შესციცინებდე ბრძანების გამცემებს

1-07-2023

„როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა ვახსენეთ პირველად სიტყვა „სუვერენიტეტი“, ოპოზიციამ, ენჯეოებმა და „ნაციონალურმა მოძრაობის“ ჟურნალისტებმა თავი გაიგიჟეს, როგორ გაბედეთ და სიტყვა „სუვერენიტეტი“ ვთქვით, ეს ხომ მკრეხელობააო. ამბობდნენ, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ნახსენები ტერმინი „სუვერენული დემოკრატია“ და თუ ჩვენ სიტყვა „სუვერენიტეტს“ ვიტყოდით, ეს იმ ნარატივის გაგრძელება იქნებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტში პრემიერის ანგარიშის მოსმენისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ხალხის ძალა“ დაფუძნდა და საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენების შესახებ სიმართლის თქმა დაიწყო, არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ჩენმა ევროპელმა პარტნიორებმაც გაიგეს, რომ საქართველოს აქვს ეროვნული ღირსება და ეროვნული თავმოყვარეობა.


„როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, დაიწყო ზეწოლა საქართველოზეც. ჩვენი საზოგადოება იყო გაოგნებული, რადგან ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, რატომ იყო ასეთი ზეწოლა საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებაზე როგორც ქვეყნის გარედან, ისე - ქვეყნის შიგნიდან რადიკალური ოპოზიციის, სახალხო დამცველის, ენჯეოების მხრიდან. ამიტომ გახდა საჭირო და ვთქვით მე და ჩემმა მეგობრებმა, რომ ხალხს უნდა ვუთხრათ სიმართლე - ის, რაც ხდება კულისებში.

ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რადგან ამ ზეწოლის გავლენით, რომელიც იყო საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე, შეიქმნა გარემო, რომ თითქოს ჩვენ რაღაცის გვეშინია და რაღაცას ვერიდებით. ხალხი ვერ იგებდა, რისი გვეშინოდა, რადგან არ იცოდნენ, რამხელა იყო ეს ზეწოლა და ფიქრობდნენ, რომ გვეშინოდა და არ ვედექით მეგობარ ქვეყანას გვერდში.


მათ უნდა სცოდნოდათ სიმართლე, რათა უდიდესი საფრთხეები აგვერიდებინა თავიდან და ჩვენ ვუთხარით ეს სიმართლე. როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა ვახსენეთ პირველად სიტყვა „სუვერენიტეტი“, ოპოზიციამ, ენჯეოებმა და „ნაციონალურმა მოძრაობის“ ჟურნალისტებმა თავი გაიგიჟეს, როგორ გაბედეთ და სიტყვა „სუვერენიტეტი“ ვთქვით, ეს ხომ მკრეხელობააო. ამბობდნენ, რომ ვლადიმერ პუტინს აქვს ნახსენები ტერმინი „სუვერენული დემოკრატია“ და თუ ჩვენ სიტყვა „სუვერენიტეტს“ ვიტყოდით, ეს იმ ნარატივის გაგრძელება იქნებოდა. დაგვდევდნენ მიკროფონებით და ამას ჩაგვძახოდნენ, ლამის მკრეხელობად შერაცხეს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ხალხმა გაიგო სიმართლე და დღეს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ხალხი საუბრობს იმ სიტყვებით, რასაც ჩვენ მაშინ ვამბობდით და რასაც მაშინ მკრეხელობად გვითვლიდნენ.


მკრეხელობად ითვლებოდა ისეთი სიტყვის გამოყენება, როგორიც არის „სამშობლო“, „ეროვნული ღირსება“, „ეროვნული თავმოყვარეობა“. ის აგენტოკრატურა, რომელიც ქვეყანას მართავდა და დღეს ოპოზიციაშია, უკრძალავდნენ ამ სიტყვებისა და ტერმინების გამოყენებას იმ ენჯეოებსა და ტელევიზიებს, რომლებიც მათი შემადგენელი ნაწილია. ამ აგენტოკრატურის ერთმა წევრმა ისიც გვითხრა, დიახაც, თუ მოგვთხოვენ, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ და ისე შევასრულოთ მათი ყველა მოთხოვნაო.


მიღებული იყო, რომ ცალ ფეხზე მდგომი თვალებში უნდა შესციცინებდე იმათ, ვინც ბრძანებას მოგცემს და ისე უნდა შეასრულო ეს ბრძანებები. ხოლო როცა ნახეს, რომ ჩვენი ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ჯერ გაუკვირდათ, შემდეგ - შეეჩვივნენ. დღეს კი ხალხი გაიმართა წელში და ამბობს, რომ ქართველები არიან, მათ აქვს სამშობლო, ეროვნული ღირსება და ეროვნული თავმოყვარეობა. ეს მარტო საქართველომ კი არა, ჩვენმა პარტნიორებმაც გაიგეს. დღეს ისინი უკვე იმაზე მეტი პატივისცემით უყურებენ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი პატივისცემით ელაპარაკებიან პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა თუ ჩვენი გუნდის წევრებს, რომელთაც ხშირად უხდებათ საქართველოს ინტერესების დაცვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საკუთარ აგენტებს, რომლებიც ყველა ბრძანებას ასრულებენ და ეს არის სწორი ხაზი, რომელიც უნდა დავიცვათ, თუ გვიყვარს ჩვენი სამშობლო" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930