გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რომ დადიხარ დერეფნებში და შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას ითხოვ, მერე ეტყობა ეს ჩვევაში გადაგდის, ჩვევაში აქვთ გადასული, რომ არც ერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ

1-07-2023

ეს ადამიანები რომ არ გულშემატკივრობენ საკუთარ ქვეყანას, ჩვენ დიდი ხანია ვიცით და პრემიერმა როცა მიულოცა ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეოთხედფინალში გასვლა, ის წარმატება, რომელიც უკვე გვაქვს - ტაში არ დაუკრეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კარგი, ეკონომიკური ზრდა გწყინს, სხვა სფეროებში წარმატება გწყინს, ფეხბურთელებს როგორ შეიძლება არ მიულოცო ტაშით წარმატება? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ტაშის დაკვრაზე უარი იმაზე მიუთითებს, რომ მათ ქვეყნის არც ერთი წარმატება არ უხარიათ.

 

„რომ დადიხარ დერეფნებში და შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას ითხოვ, მერე ეტყობა, ეს ჩვევაში გადაგდის და ჩვევაში აქვთ გადასული, რომ არც ერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ - პირიქით, უნდა გაღიზიანდნენ ნებისმიერი წარმატებით, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან“ - განაცხადა კობახიძემ.

 

როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, საქართველოს მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატება ქვეყნის განვითარების მაჩვენებელია.

 

„სპორტში 30 წლის თავზე გვაქვს უნიკალური შედეგები. პირველად მოხდა რაღაც ისტორიაში და აქ ერთი რამ ცალსახად უნდა ითქვას: ეს მეტყველებს, რომ ქვეყანა გადავიდა განვითარების სხვა საფეხურზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გუნდურ სახეობებს, გუნდურ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930