3-07-2023
„ეს არის ტიპური „ელჭიპიტისეული“ აზროვნების ნიმუში - მაქსიმალურად აუარო გვერდი სქესების კლასიკურ (ბიბლიურ) აღიარებას. ისე, გასულ წელს ნიკა მელია რომ აკრიტიკებდა თავის თანაპარტიელებს („პარტიას ოცი წლის განმავლობაში არც ერთი პროგრამული დოკუმენტი არ შეუქმნია“), რას ერჩოდა? როგორც იქნა, ორი (!) პუნქტი უკვე სახეზეა...“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ ხალხს მორიგი ყალბი დაპირება შესთავაზა.
"ყველაზე „მომგებიანი ფიშკა“ პოლიტიკაში, განსაკუთრებით 5%-იანი პარტიებისთვის, პოპულიზმია - როდესაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია, ან შენი ინიციატივების ეკონომიკური დასაბუთება არ მოგყავს. როდესაც მაჟორიტარულ არჩევნებში ფოთელებს ჰპირდები, მაგალითად, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ქალაქიდან კოღოს გავაქრობო, მაგრამ ფოთელები ბოკერიას არჩევას ისევ კოღოებს რომ ამჯობინებენ. როდესაც ნულოვან ტოლერანტობას დაჰპირდები ამომრჩეველს და მაქსიმალურად აღუსრულებ დანაპირებს. ამ ახალი დანაპირების საპენსიო ასაკის ნაწილში თვალში გვხდება „გენდერული თანასწორობის“ ელემენტის შემოღების მცდელობა, როდესაც 60-წლიანი ზღვარი ათანაბრებს ქალსაც და კაცსაც, ოღონდ მამრების არსებულ მდგომარეობას (65 წელი) „აუმჯობესებს“, ხოლო მდედრებისას (60 წელი) - უცვლელად ტოვებს. ეს არის ტიპური „ელჭიპიტისეული“ აზროვნების ნიმუში - მაქსიმალურად აუარო გვერდი სქესების კლასიკურ (ბიბლიურ) აღიარებას. ისე, გასულ წელს ნიკა მელია რომ აკრიტიკებდა თავის თანაპარტიელებს („პარტიას ოცი წლის განმავლობაში არც ერთი პროგრამული დოკუმენტი არ შეუქმნია“), რას ერჩოდა? როგორც იქნა, ორი (!) პუნქტი უკვე სახეზეა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024