გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე "ნაციონალურ მოძრაობას": ატყობთ რა "ხაბეიშვილიზაციაში" ხართ ჩავარდნილი?

4-07-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ კლინიკა "ვივამედთან" გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ქადაგიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ადარდებს.

 

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ "ვივამედის" ეზოში დროშების გაშლით, აქციის ორგანიზატორები შეეცადნენ, ადამიანების მცირე რაოდენობა ფართომასშტაბიან აქციად წარმოეჩინათ. "ტიპური სექტაა - "ერთიანი ხლისტური მოძრაობა" თავისი ბუდარა და ბუდარიხებით... ჯერ ერთი, კლინიკასთან რომ მიდიხარ სადაც "მამა-მარჩენალი" გიწევს, იქ ხომ სხვა პაციენტებიც არიან და იმათი ჯანმრთელობა სულ არ გადარდებთ და მეორე - 20 კაცი რომ მიგყავს და დროშებს ისე ჭიმავ, ეგება ფართომასშტაბიანი გამოჩნდეს აქცია, ატყობთ რა "ხაბეიშვილიზაციაში" ხართ მთელი ნაც-მოძრაობა ჩავარდნილი? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement Mikheil Saakashvili ატყობ რა ხაბეიშვილად ადარდებ ყველას,რომ 20 კაცი ძლივს შეგიკრიბეს?" - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930