გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე სამადაშვილი: გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება-ბრიყვია

5-07-2023

ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით, - წერს “ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი, სოციალურ ქსელში.

 

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინის პრეზიდენის მოსაზრებაზე იქნება დამოკიდებული.

 

“ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით. ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლოტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო-ზოგს მაინც ეიმედება სტატუსის მიღება. გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება-ბრიყვია. და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს 'რუსულ ოცნებას' რომ გეძახიან?” - წერს სამადაშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031