5-07-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 184 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის,110 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 74 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთში; 33-33 ფაქტი დაფიქსირდა კახეთსა და აჭარაში, შიდა ქართლში - 25, იმერეთში - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში -12, გურიაში - 4, ქვემო ქართლში - 4, მცხეთა-მთიანეთში კი, 2.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, თბილისში უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი აღკვეთეს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული157 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
16-11-2024
16-11-2024