24-08-2018
გერმანული გამოცემა «Neue Osnabrücker Zeitung»-ი, კანცლერ ანგელა მერკელის კავკასიურ ტურნეს თომას ლუდვიგის სტატიით ეხმაურება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
ამბიციების მიუხედავად, სამხრეთკავკასიური სახელმწიფო უახლოეს მომავალში ვერც ევროკავშირის და ვერც ნატოს წევრი ვერ გახდება. ამისთვის საფუძვლიანი მიზეზეზი არსებობს.
საქართველო დასავლურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ახორციელებს. მოსახლეობა ევროპას უყურებს და ეიფორიაშია, თუმცა ისინი უნდა დაფიქრდნენ და ილუზიების ტყვეობაში არ უნდა მოექცნენ. დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსში ვერ გაწევრიანდება და ეს ნორმალურია.
ვიცით რა რუსეთის მგრძნობიარე პოზიცია, დღეს არაა იმის დრო, რომ დასავლურმა სამხედრო ბლოკმა თავისი მოქმედების რადიუსი გააფართოვოს და მოსკოვის უსაფრთხოების ზონას მიუახლოვდეს. ამიტომ იმ ქვეყანასთან, რომელიც ევროპასთან ინტეგრირებასა და დაახლოებას ცდილობს, უფრო სწორი იქნება ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება - ანუ ისე, როგორც ეს გერმანიის კანცლერმა საქართველოს აღუთქვა თბილისში ვიზიტის დროს. რაც შეეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ამ მიმართულებით თანამშრომლობა გონივრულ ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს.
"მოკლედ, საქართველოსთან და სომხეთთან ურთიერთობებში გერმანიამ და ევროკავშირმა პრიორიტეტი ვაჭრობას უნდა მიანიჭონ დევიზით - „ცვლილებები ვაჭრობის მეშვეობით“. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით სწორი იქნება აზერბაიჯანთან მიმართებით, სადაც კანონის უზენაესობის პრინციპი მოიკოჭლებს. ევროპელები იქ გაზს ყიდულობენ, რათა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შეამცირონ. ანგელა მერკელმა ბაქოში ვიზიტით უნდა ისარგებლოს და აზერბაიჯანის რეპრესიული რეჟიმი, მასთან ვაჭრობის საფუძველზე, სამოქალაქო უფლებების დაცვის სფეროში დათმობებზე აიძულოს"-წერსა ავტორი.