6-07-2023
„ტაშით შეხვდებოდი საქართველოც რომ ასეთ საცდელ პოლიგონად ქცეულიყო, არა? ამიტომაც ხარ უსამშობლო, რადგან შენნაირებისთვის მთავარი სამშობლო კი არა, მერკანტილური პერსპექტივაა“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დავით არახამიას განცხადებას, რომლითაც არახამია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს მიმართა.
ქადაგიძე ურჩევს არახამიას, საკუთარი გზა-კვალი მოძებნოს და საქართველოს თავი დაანებოს.
„David Arakhamia-დავით არახამია ეს ტექსტი "translate"-ში გააკეთე თუ ვინმე მოიხმარე? რა პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბრობ შენ, "მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიისთვის უკრაინაზე უკეთესი საცდელი ადგილის გამოგონება შეუძლებელიაო" - რეზნიკოვი რომ ამბობს, ისეთივე პლატფორმას გულისხმობ? ტაშით შეხვდებოდი საქართველოც რომ ასეთ საცდელ პოლიგონად ქცეულიყო, არა? ამიტომაც ხარ უსამშობლო, რადგან შენნაირებისთვის მთავარი სამშობლო კი არა, მერკანტილური პერსპექტივაა.
ერთ რჩევას მოგცემ, შენნაირი უსამშობლოები საქართველოში ბლომად გვყვანან და ნუ შეწუხდები მათთან შეჯიბრებაში, მაინც ვერ აჯობებ ამათ, ესენი ისეთი მასშტაბის ნაძირლები არიან სააკაშვილის მეთაურობით, რომ შენ ამათთან პაიკი ხარ... ამიტომ წადი საკუთარი კზა-კვალი მოძებნე!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024