გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკის გადაწყვეტილება არის მტკიცებულება იმისა, რომ სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ აზიანებს ამ ურთიერთობებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სასამართლოსაც

7-07-2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი „მოამბის“ ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ზელენსკის გადაწყვეტილებით მოხდა იმის დადასტურება, რასაც „ხალხის ძალა“ საუბრობდა თავის განცხადებებში, რომ საქართველოში სურთ მეორე ფრონტის გახსნა.

 

„სამწუხაროდ, არაფერი ახალი არ ხდება გარდა იმისა, რასაც ჩვენ მათ შორის, „ხალხის ძალა“ განცხადებებში და კომენტარებში ვამბობდით, რომ ის ძალები, რომელთაც სურს საქართველოში მეორე ფრონტი - ეს დადასტურებულია. რაც უნდა „ტუფლებიდან“ ამოხტეს ვაშაძე და მანჯგალაძე, ეს არის ფაქტები. ნუ გასაგებია მათი მოლოდინი, რომ არჩევნები ახლოვდება - 4 კაცი შეიყვანეს და 2 დარჩნენ, ან შევლენ შემდეგ პარლამენტში, ან - ვერა, გასაგებია და ხტუნაობენ. ფაქტი და მოცემულობა სხვა რამეს მეტყველებს, რაც ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა - ზელენსკის გადაწყვეტილება არის მტკიცებულება იმისა, რომ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ აზიანებს ამ ურთიერთობებს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სასამართლოსაც.

 

მაშინ, როდესაც თუ პარტნიორულ უფლებებზეა საუბარი და არა ვასალურ და მონურ დამოკიდებულებაზე, როგორი ფსიქოლოგიაც, მათ შორის, ჩემს წინა გამომსვლელს ბატონ მანჯგალაძე გააჩნია - შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ის უფროსი ძმაა და ყველაფერი უნდა ვაპატიოთო, რასაც ისინი იტყვიან ის უნდა გავაკეთო. ასეთი მიდგომა არ არის სუვერენიტეტი, ეს მათი პრობლემაა. ჩვენ ვამბობთ, პარტნიორულ უფლებებზე და ურთიერთობებზე თუ არის საუბარი, ამ შემთხვევაში ბატონი ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ცნობილი არიან ქართული მართლმსაჯულებით დამნაშავედ. უკრაინაში არა თუ თავისუფლად გადაადგილდებიან, არამედ თანამდებებიც უკავიათ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930