გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - მ ევროკავშირის მხარდაჭერით წარადგინა IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი - Do IT with the EU

7-07-2023

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა წარადგინეს IT ეკოსისტემის განვითარების გეგმა - Do IT with the EU.


პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, დიზაინი, და სხვა.


პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების ინტეგრირებით, უნარების განვითარების ხელშეწყობითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით. აგრეთვე, დიდი აქცენტი გაკეთდება ქალთა გაძლიერებაზე ტექ ინდუსტრიაში.


„IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი წარმოადგენს ტრანსფორმაციულ ნახტომს საქართველოს IT სექტორის მომავლისკენ. პროგრამა წაახალისებს სამუშაო ადგილების შექმნას ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო IT კომპანიებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობის მიცემის გზით, რაც, საბოლოოდ, გააძლიერებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას რეგიონში,” - განაცხადა ევროკავშირის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა.


პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი არის ჯიტას წარმატებული პროექტის - 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელება, მეორე კი სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.


“ეს ახალი პარტნიორობა არა მხოლოდ აძლევს სტიმულს ცნობილი კომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე, არამედ ადგილობრივი IT სპეციალისტებისთვის ეს არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და საერთაშორისო პროექტებში წვლილის შეტანის შესაძლებლობა,” - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

“Do IT with the EU” პროგრამა დაიწყება სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც 1300-ზე მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ტექ ბაზარზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031