7-07-2023
„არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"?“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატების განცხადებას, რომლის თანახმად, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების წარმოშობა არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ დასკვნებზე და ბრალდება არის პოლიტიკური დევნის შედეგი.
„გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელმა ადვოკატებმა მედიას დაუგზავნეს განცხადება, ჩვენს კლიენტს "პოლიტიკური მრწამსის გამო დევნიანო"... და კიდევ ათასი სისულელე.
მე არ ვიცი რა ტაქტიკა აქვთ არჩეული მის უფლებადამცველებს, მაგრამ აი პირადად ბაჩიაშვილ გიორგის რა პოლიტიკური მრწამსი აქვს რის გამოც "დევნიან"? მემარცხენეა, მემარჯვენე თუ ცენტრისტი? ისე ხომ არ უნდა მოიქცე ადამიანი, ისეთი სისულელე არ უნდა ილაპარაკო, რომ მთელი ქვეყანა შენ დაგცინოდეს? რუსეთის მოქალაქე ყოფილა და რუსულად ვეტყვი - тоже мне политик“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024