7-07-2023
არათუ კასპში განვითარებულ მოვლენებთან არ მქონია შეხება, არამედ, იმ კონკრეტულ დღეს საერთოდ არ ვიმყოფებოდი ქალაქში, რაც ფაქტებით დასტურდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნუგზარ მძინარიშვილი წერს, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ კასპში მომხდარი ინციდენტის ერთერთ მონაწილედ დაასახელა.
როგორც მძინარიშვილი აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მისცემს საშუალებას, მის წინააღმდეგ ორკესტრირებული, ბინძური კამპანია ააგორონ.
„ნაციონალური მოძრაობა" არ ღალატობს საკუთარ ხელწერას და კვლავ აგრძელებს პოლიტიკური დღის წესრიგის ტყუილსა და მანიპულაციებზე აგებას. ამჯერად, მათ გადაწყვიტეს, ჩემი, როგორც მოძალადის წარმოჩენა, თითქოს, ვინმეზე ვძალადობდი, როდესაც, რამდენიმე დღის წინ, კასპში ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაციონალური მოძრაობისა და მათი რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა! სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ აღნიშნული ბრალდება სრული სიცრუეა, რადგან, არათუ კასპში განვითარებულ მოვლენებთან არ მქონია შეხება, არამედ, იმ კონკრეტულ დღეს საერთოდ არ ვიმყოფებოდი ქალაქში, რაც ფაქტებით დასტურდება! რა თქმა უნდა, არ ველი, რომ ნაციონალური მოძრაობა საკუთარ ტყუილს უკან წაიღებს, რადგანაც, მათთვის სიმართლეს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.
მიუხედავად ამისა, თავს ვალდებულად ვთვლი, აღნიშნული ცრუ ბრალდების საპასუხოდ, საზოგადოებას რეალური ინფორმაცია მივაწოდო და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მივცე საშუალება, ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული, ბინძური კამპანია ააგორონ!“ - წერს ნუგზარ მძინარიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024