7-07-2023
ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისი პრაიდის კვირეულისთვის დათმობილი ტერიტორიის მეწილე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ჟორიკა რურუაა.
„ღია შეკრებების სივრცე „ლისი ვანდერლენდი-ს“ და შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის“ თანამფლობელებს შორის უთანხმოება 8 ივლისს „ლისი ვანდერლენდის“ ტერიტორიაზე „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი „პრაიდფესტივალის“ გამო წარმოიშვა.
აღნიშნული ტერიტორიის მფლობელების უმრავლესობა უკმაყოფილოა მათი მეწილის, ბიზნესმენ გიორგი რურუას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, რადგან მის მიერ მოხდა „თბილისი პრაიდზე“ ხსენებული ტერიტორიის დროებითი სარგებლობაში გადაცემა.
მფლობელები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაკავშირებულია მრავალ რისკთან, რაც არ შეესაბამება ტერიტორიის გაქირავებით მიღებული შემოსავლის ოდენობას. ინფორმაციისთვის, შპს „თბილისის იპოდრომის“ 16.5% წილის მფლობელად ფიქსირდება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რურუა.
აღნიშნული კომპანია კი არის შპს „თბილისი იპოდრომ სერვისი -ს“ 100% წილის მფლობელი“, - ნათქვამია ტელეკომპანია პოსტვ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
16-11-2024
16-11-2024