გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

24-08-2018

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. 

მერკელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა.

გერმანიის კანცლერი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ესტუმრა. თავდაპირველად მერკელი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. ასევე გაიმართა ერთობლივი პრესკომფერენცია. 
გუშინ ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა, შემდეგ კი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერსა და დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
დღეს მერკელმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და თსუ-ს სტუდენტებთან გამართა შეხვედრა, ხოლო ამის შემდეგ  საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული ტერიტორიები სოფელი ოძისიდან სპეციალურად განთავსებული ჭოგრიტით დაათვალიერა. 

ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება, შემდეგ კი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31