გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად- მასშტაბური ფორუმის მეორე დღე

8-07-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გლობალურ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანიაა წარმოდგენილი.

m&i-ის ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან B2B-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს.  საქართველოში საერთაშორისო ფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს საქმიანი ტურიზმის ფორუმი, საქართველო მასპინძლობს 60-მდე ევროპული კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქმიან ტურიზმში ოპერირებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს რუკაზე, როგორც დანიშნულების ადგილმა, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს B2B ფორმატში შეხვედრები ქართულ კომპანიებთან, რომლებიც საქმიანი ტურიზმის დარგში მოღვაწეობენ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.


ფორუმის მიმდინარეობს აფასებენ ქართველი და უცხოელი მონაწილეები.


„მისასალმებელია მსგავსი სახის ფორუმის ჩატარება საქართველოში. პირველრიგში ხელს უწყობს ტურიზმის იმ პოტენციალის ათვისებას, რაც გაგვაჩნია. ყველა მსგავსი ღონისძიება წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის. ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო კომპანია გავიცანით და უკვე დავგეგმეთ თანამშრომლობა და იმედი გვაქვს ეს ურთიერთობები სამომავლოდ აისახება პარტნიორობაში“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე  ოთარ ხუროძე.


„საქართველოში პირველად ვარ და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მივიღე. უკვე გავეცანი თუ რა ტურისტული ინფრასტრუქტურა  აქვს თბილისს, ბათუმს, საქართველოს სხვა ადგილებს. საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს გერმანიასთან, ისრაელთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ჩემს კომპანიას ძალიან ბევრი საერთაშორისო კლიენტი ჰყავს და ვფიქრობ საქართველოს მიმართულება იქნება ძალიან ხელმისაწვდომი მათთვის“,-ამბობს ფორუმის მონაწილე ტონი ნეში. 

 

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტარდება.

ფორუმის მიზანია  საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  ფორუმების, კონგრესების ჩატარება.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930