გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად და სადისტური რეჟიმის ერთერთ შემქმნელად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან, ეპატიჟებიან ევროპარლამენტში

11-07-2023

როდესაც ორიოდე დღის წინ ვწერდი ღირებულებით კონფლიქტზე ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილსა და დასავლეთს შორის, ეს უკვე ფაქტებითაც დასტურდება, -ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ექსპერტის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიას წინა რეჟიმის ერთ-ერთ შემქმნელად და დამნაშავედ მიიჩნევს, დასავლელი პოლიტიკოსების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია. მისი თქმით, იგივე ხდება მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც.

 

„როდესაც ორიოდე დღის წინ ვწერდი ღირებულებით კონფლიქტზე ჩვენი საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილსა და დასავლეთს შორის, ეს უკვე ფაქტებითაც დასტურდება. ნიკა გვარამიას, რომელსაც აქ კრიმინალად და სადისტური რეჟიმის ერთერთ შემქმნელად მიიჩნევს საზოგადოების უმრავლესობა, დასავლეთში გმირად თვლიან, ეპატიჟებიან ევროპარლამენტში, აჯილდოებენ, ტრიბუნას აძლევენ, მოკლედ ეფერებიან ყველანაირად. იგივე დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართაც. ჩნდება კითხვა: რა უნდა მოვუხერხოთ ამ რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მოცემულობას?“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930