გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საკითხებზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

12-07-2023

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 200-ზე მეტ თანამშრომელს კომუნიკაციის უნარების  საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ.

 

ტრენინგების მიზანია მეტად ეფექტიანი და მოქნილი გახადოს სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მონაწილე და პოტენციურ ბენეფიციარებთანკომუნიკაციის სისტემა და გააუმჯობესოს საკონსულტაციო მომსახურების ხარისხი.

 

ორდღიანი ტრენინგები მოიცავდაციფრული კომუნიკაციის, სამიზნე სეგმენტის მობილიზებისა და  მომსახურების სტანდარტების საკითხებს.

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონული სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში კომუნიკაციის გამართული სისტემა ხელ შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობისა და ქალების ჩართულობის ზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებში.

 

სწავლება  „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP)  მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ხორციელდება  Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი)  MercyCorps და SpringfieldCenter კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.პროექტის მიზანია გაიზარდოს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების მედეგობა, ფინანსებზე და ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30