გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს, ჯარის, „თავდაცვის კოდექსზე“ და კანონზე გველაპარაკებოდნენ, სამწუხაროდ, ამაში მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი

12-07-2023

ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან, თავს აარიდებინებენ ჯარს, სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს - საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარის, „თავდაცვის კოდექსზე“ და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში სამწუხაროდ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ არ აინტერესებთ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, დატოვეს სხდომათა დარბაზი. მისივე თქმით, დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი - ეს იყო ფულის კეთება.

 

„ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი რომ ჩვენი სახელმწიფოს სიამაყეა, ამას ალბათ ყველა ეთანხმება, როგორი პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გაუვა და ეს სიამაყე საქმემ უნდა განამტკიცოს, საქმემ, რომელიც ჩვენს ჯართან დაკავშირებულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის და მეტის არაფრის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ რეალურად არ აინტერესებთ „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. მათ აინტერესებდათ დროის გაწელვა და დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, დატოვეს სხდომათა დარბაზი.

 

ეს ყველაფერზე მეტყველებს. ამ დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი - ეს იყო ფულის კეთება. ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან და მოძებნეს კიდევაც სამწუხაროდ წლების განმავლობაში და თავს აარიდებინებენ ჯარს და სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს - საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარის და თავდაცვის კოდექსზე და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში სამწუხაროდ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930