გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის მხარეში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

12-07-2023

მოსავლის აღების სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, შირაქის ველზე გაეცნო.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული 300-მდე კომბაინი. მოსავლის აღების და დაბინავება-რეალიზების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.  რამდენიმე ათეული ათასი ტონა ხორბალი უკვე ჩაბარებულია.

 

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილის განცხადებით, შირაქის ველზე მოსავლის 90 პროცენტი უკვე აღებულია.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, მეხორბლე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ არის.

 

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი. სახელმწიფოს და კერძო სექტორის მიერ მობილიზებულია, დაახლობით,300 ერთეული მოსავლის ამღები ტექნიკა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე დედოფლისწყაროში  ხორბლის შესანახი სასაწყობე მეურნეობაშიც იმყოფებოდა, სადაც ხორბლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. სასაწყობე მეურნეობა, რომელიც მეხორბლე ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილს ეკუთვნის, დღის განმავლობაში, საშუალოდ, 800 ტონა ხორბალს იბარებს. მიმდინარე წელს, აღნიშნულმა მეურნეობამ, დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალი უკვე ჩაიბარა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30