გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სიმართლე არის ერთი, რომ საქართველო დღეს ისე, როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, "თავდაცვის კოდექსი" ამაში ხელს შეგვიწყობს და კიდევ უფრო წინ წაგვიყვანს

12-07-2023

არც ერთი ოპოზიციონერი დარბაზში აღარ არის. ხალხი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დანაშაულს აბრალებდა, დღეს სხვანაირად ლაპარაკობს სხვის მიმართ და შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ მსოფლიო ტრენდია სამწუხაროდ დღეს, რომ საბრძოლველია “ფეიკთან”, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მდინარაძემ გაიხსენა უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელსაც „რუსული კანონი“ დაარქვეს, სინამდვილეში კი, მისი თქმით, შიდა და გარე აქტორებმა სწორედ რუსული მეთოდებით გაავრცელეს ამერიკული კანონის შესახებ დეზინფორმაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსი“ საქართველოს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ნატოსთან დაახლოებაში.


„ჩვენ ვართ მოცემულობაში, სადაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მართავს ქვეყანას, თარგმნა ამერიკული კანონი, დააინიცირა და სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალისხმევის შედეგად, მას დაარქვეს რუსული კანონი და დღემდე ჯიუტად იმეორებენ, რომ ეს არის რუსული კანონი.


რეალურად, ეს არის საუკუნის აფიორა და რუსული „ფეიკი“. ერთი-ერთში, რუსული საშუალებები როგორც ავრცელებენ, იმ დეზინფორმაციის მეთოდებით, უნდა გაიმეორო ათიათასჯერ რაღაც სიტყვა და იმას დააჯერებ საზოგადოებას და ბულინგის ქვეშ უნდა ამყოფონ ქართული საზოგადოება - წარმოუდგენელია. სიმართლე არის ერთი, რომ საქართველო დღეს ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ეს კოდექსი ამაში ხელს შეუწყობს და წინ წაგვიყვანს.


კიდევ უფრო. საქართველო დღეს არის დემოკრატიული, როგორც არასდროს და საქართველოს დღეს, არათუ რუსული კანონის, ქვეყნის დამაზიანებელი კანონის მიღების მცდელობებიც არ აქვს. სამწუხაროდ, დაფასებაც ცოტა ნაკლები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, გაიმარჯვებს ქვეყანა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930