გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

13-07-2023

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰიდეკი იშიძუკას შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 


შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.


მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.


ლაშა ხუციშვილმა იაპონელ დიპლომატს მიულოცა საქართველოში მისიის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ წარმატებით გაგრძელდება.


მრავალი წელია იაპონიის მთავრობა ქვეყანას ეხმარება როგორც შეღავათიანი სასესხო ინსტრუმენტებით, ისე არასაპროექტო გრანტებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30