ქვემო ქართლის რეგიონში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები დასრულდა
15-07-2023
![](/uploads/posts/2023-07/thumbs/1689431513_11.jpg)
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა. რუსთავში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ჩატარებულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
- „ქართული ოცნების“ დმანისის ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი უხელმძღვანელებს;
- ბოლნისის ორგანიზაციას - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი;
- მარნეულის ორგანიზაციას - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე;
- წალკის ორგანიზაციას - წალკის მუნიციპალიტეტის მერი, ილია საბაძე;
- თეთრიწყაროს ორგანიზაციას - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური;
- რუსთავის ორგანიზაციას - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ნინო ლაცაბიძე;
- გარდაბნის ორგანიზაციას - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.
"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.