გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე წინანდლის შეკრებაზე: იქ ვიხილეთ მიშა მშვილდაძე, რომელმაც არ ვიცი გადაიფიქრა რომ მედია მენეჯერია და ახლა პოლიტიკოსობს, თუ იმის აღიარება მოხდა, რომ რეალურად პოლიტიკოსია და არა მედია მენეჯერი

17-07-2023

„პირადად ჩემი მოწვევის დროს ინფორმაცია იყო, რომ პოლიტიკოსები არ უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მერე იქ ვიხილეთ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მიშა მშვილდაძე, რომელმაც არ ვიცი, გადაიფიქრა რომ მედია მენეჯერია და ახლა პოლიტიკოსობს, თუ უბრალოდ აღიარება მოხდა იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ რეალურად ეს პოლიტიკოსია და არა მედია მენეჯერი- ეს გასარკვევია, თუ ერთი და იგივე ღონისძიებაზე ვსაუბრობთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ წინანდალში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გამართულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც სტუმრებს შორის ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი მიშა მშვილდაძეც იმყოფებოდა.

 

როგორც სარჯველაძე განმარტავს, თავად არ სჯერა, რომ წინანდლის შეკრებაზე საუბარი ყოფილიყო ჰუმანიტარული პრობლემის განხილვაზე.

 

მისივე თქმით, იმ შემადგენლობის პირობებში, რა შემადგენლობასაც ვადევნებდით თვალს სხვა ტიპის პრობლემებზე იქნებოდა აქცენტი გაკეთებული.

 

„თავიდან ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხელისუფლებაც თუ მმართველი პარტია იყოო მიწვეული, თუმცა ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ის რაც რამდენიმე დეპუტატმა, და არა პარტიამ, მივიღეთ მოსაწვევის სახით, ეს და ის ღონისძიება, რომელიც გაშუქდა, ერთი და იგივე იყო. სხვა ღონისძიების შესახებ სიმართლე გითხრათ წინასწარ ინფორმირებული ნამდვილად არ ვყოფილვარ. რაც შეეხება საკითხს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დიდ ჰუმანიტარული პრობლემების განხილვაზე იყო საუბარი, გულწრფელად გითხრათ არ მეჯერება, რომ იგივე ბაკურიანის შეხვედრების მონაწილე მშვილდაძის, როგორც პოლიტიკოსის მონაწილეობით გამართული შეხვედრა, მაინცდამაინც ჰუმანიტარული პრობლემის განხილვაზე იყოს კონცენტრირებული. მეტად მოსალოდნელია, უფრო სხვა ტიპის პრობლემებზე იქნებოდა იქ აქცენტი იმ შემადგენლობის პირობებში, რა შემადგენლობასაც ვადევნებდით თვალს და ინფორმაციის სახით გაირკვა.

 

რასაკვირველია, ეს ყველას არ ეხება იმიტომ, რომ იქ შეიძლება ისეთი მონაწილეები იყვნენ, რომლებიც ამ წრეში თვითონ არ მოიაზრებენ ამ ადამიანებს, მაგრამ მიშა მშვილდაძის მონაწილეობა რასაკვირველია, ამაზე მანიშნებელი და მიმანიშნებელი შეიძლება ნამდვილად იყოს“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930